"შეწყალებულ იქნას "კაროლინა"! - კვირის პალიტრა

"შეწყალებულ იქნას "კაროლინა"!

26 ნოემბერს, ამერიკელთა საყვარელ "მადლიერების დღის" ზეიმზე ობამამ ტრადიციულად ინდაური შეიწყალა. ეს მისი "პირველი შეწყალებაა". ჯიშიანი თეთრი

ინდაური, სახელად "კაროლინა", პრეზიდენტს ინდაურების მწარმოებელმა ასოციაციამ აჩუქა. ინდაურის მირთYმევის ტრადიცია აბრაამ ლინკოლნის დროიდან - მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან მოდის, ხოლო შეწყალების ტრადიციას 1947 წელს ატომური ბომბის ერთადერთმა "გამომყენებელმა" პრეზიდენტმა, ჰარი ტრუმენმა ჩაუყარა საფუძველი.