"საბალეტო სკოლა" ცხენებისთვის - კვირის პალიტრა

"საბალეტო სკოლა" ცხენებისთვის

ანდალუზიური ჯიშის  ესპანური მერანი ოკლი დერბიშირის ცხენების "უმაღლეს სასწავლებელში" სწავლობს. 6 წლის ოკლიმ უკვე უამრავი ქორეოგრაფიული ილეთი იცის.

სკოლა მე-17 საუკუნეში დააარსა ნიუკასლის ჰერცოგმა უილიამ კავენდიშმა, რომელიც კარლოს მეორის სასახლის კარზე ცხენზე ჯდომის ოსტატობის მასწავლებელი იყო. თავდაპირველად სკოლაში ცხენებს ბრძოლის ველზე მოძრაობას ასწავლიდნენ, რათა საკუთარი ქვეითები არ დაეზიანებინათ, თუმცა დროთა განმავლობაში დერბიშირის სასწავლებელი ნამდვილ "საბალეტო სკოლად" იქცა...