უჩვეულო მცველები - კვირის პალიტრა

უჩვეულო მცველები

ბერკშირის საგრაფოში ინგლისელი ფერმერი ქალები - ჯანეტ შპილერი და ტერეზა ჰოპკინსი მელიებმა ძალიან დაჩაგრეს -  ყოველ გაზაფხულზე მტაცებლები ბატკნებს სისტემატურად ჰპარავდნენ.

ტერეზამ დაადგინა, რომ სამხრეთამერიკული ლამას მონათესავე ალპაკებს, რომლებიც ძალიან ჰგვანან ცხვრებს, მეტად განვითარებული აქვთ "ჯოგური სოლიდარობის" გრძნობა და ამდენად, თავისიანებს მედგრად იცავენ. ფერმერმა ქალებმაც "საპატრულოდ" 4 ალპაკი შეიძინეს. უჩვეულო მცველებმა  ბატკნები  თავისიანებად მიიღეს და პატარების სიახლოვეს არათუ მელიებს, ძაღლებსაც კი არ აჭაჭანებენ.

ამის შემდეგ ფერმერებს ერთი ბატკანიც აღარ დაჰკარგვიათ.

ალპაკები მხოლოდ ბავშვებს აძლევენ უფლებას, ბატკნები ხელში აიყვანონ და მოეფერონ.