ალე ჰოპ, ლავანდა!
ალე ჰოპ, ლავანდა!
დიდ ბრიტანეთში, სტაფორდშირის საგრაფოს სოფელ ელასტოუნში 13 წლის იზაბელ ბრაუნმა შენიშნა, რომ ბაბუამისის ფერმის ერთ-ერთი ცხვარი მეტად მაღლა ხტებოდა და ადვილად ევლებოდა თავზე 1 მ სიმაღლის  ღობეს. გოგონამ ბაბუას სთხოვა, ეს ცხვარი მაჩუქეო. ბაბუაც უარს ხომ ვერ ეტყოდა შვილიშვილს და ცხვარი სადგომიდან გამოუყვანა.

გოგონამ ცხვარს ლავანდა შეარქვა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ლავანდა ნერბი კი არა, ვერძი ყოფილა. გოგონამ იხტიბარი არ გაიტეხა და ცხვარს სახელი არ შეუცვალა.

ახლა იზაბელი ლავანდას ყოველდღე ავარჯიშებს
ხტომასა და სირბილში, მისი 2 წლის შეგირდი კი ცხვრისთვის უჩვეულო ისეთი სიმკვირცხლით ახტება ღელეს, სოფელში ხუმრობენ, ჩანს, ბაბუამისს ცხვრის ნაცვლად, ცხვრის ქურქში გახვეული სხვა ცხოველი შეატყუესო.



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თვის კითხვადი სტატიები