"ჯიხურ-სამკითხველო" - კვირის პალიტრა

"ჯიხურ-სამკითხველო"

ინგლისის განთქმული წითელი სატელეფონო ჯიხურები მობილური ტელეფონების "შემოსევამდე" ქვეყნის სიამაყე გახლდათ. ახლა ჯიხურებს მოყვარულები ყიდულობენ

და მასში აწყობენ შხაპებს, ტუალეტებს... პატარა სოფელ ვესტბერის მცხოვრებლები საკუთარ ჯიხურს ვერ შეელივნენ - "ბრიტიშ ტელეკომისგან" იყიდეს და მასში სოფლის ბიბლიოთეკა მოაწყვეს. ბიბლიოთეკაში, რომელიც ღამითაც განათებულია, სრული თვითმომსახურებაა. სოფლის 800-ივე მცხოვრები დიდი სიამოვნებით სარგებლობს თავისი საყვარელი, მსოფლიოში ყველაზე პატარა ბიბლიოთეკით.