რუსეთი ოკუპანტია !
"ანგელოზი" ჯიმი შოუში თავისი "ფეხით" მივიდა
22-04-2013
"ანგელოზი" ჯიმი შოუში თავისი "ფეხით" მივიდა
როგორც ჩანს, ჯიმ კერის უშველებელი "ბოტოტები", რომელიც ვარსკვლავმა პირველად ოსკარის ცერემონიალზე გამოამზეურა, იმდენად კომფორტულია, რომ მსახიობმა მათი გულისთვის კომიკოსების უპირველეს წესსაც კი - არასოდეს გაიმეორო ხუმრობა - გადაუხვია და დეივიდ ლეტერმანის შოუში ჰიტად ქცეული გიგანტური "ფეხებით" კვლავ გამოცხადდა, ან, შეიძლება ითქვას, თავისი ფეხით მივიდა.
მასპინძელს შენიშვნაზე, - ცოტა უცნაურად გამოიყურებიო, მიუგო, - "ბოტოტები" მხოლოდ ჩემი გიგანტური ეგოს გაგრძელებაა, თანაც ძალიან მოსახერხებელია აქეთ-იქით სატყაპუნოდო.
თებერვალში, როდესაც კერი ოსკარის ცერემონიალზე გოლიათური "ფეხებით"
გამოცხადდა, მისმა გარეგნობამ მრავლისმნახველი ჰოლივუდიც კი გააოცა - დიდი ფეხების გარდა, მსახიობს ზურგზე ანგელოზის ფრთებიც "ამოსვლოდა", რომელთაც ონავარი ჯიმი სურვილის მიხედვით აფართხუნებდა.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?