27 "გაცუდებული" კოცნა
22-04-2013
27 "გაცუდებული" კოცნა
ჰოლივუდის ვეტერანმა მსახიობმა, ჯენიფერ ლუმლიმ, ამერიკის ერთ-ერთ პრესტიჟულ ტოქშოუში სტუმრობისას მაყურებელს ერთობ სასეირო ამბავი ამცნო. თურმე "უოლ სტრიტის მგლის" გადაღებისას, რომელშიც ჯენიფერი ლეონარდო დი კაპრიოს დეიდის როლს თამაშობს, "ტიტანიკის" ვარსკვლავს 28 წლით უფროსი მსახიობისთვის ტუჩებში საკოცნელად 27 კადრის გადაღება დასჭირდა. "რამდენჯერმე სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა, სულ ნერვიულობდა და ცქმუტავდა, მე კი ერთი სული მქონდა, გადამეხარხარა", - განაცხადა ქალბატონმა ლუმლიმ და გაიხსენა, რომ თავის დროზე მასთან ეროტიკული სცენების გადაღებისას ლეგენდარული კლარკ
გეიბლიც კი ნერვიულობდა - ოღონდ კლარკის ნერვიულობის მიზეზი ალბათ, სულ სხვა რამ იყოო, - ეშმაკურად გაიღიმა 70-იანი წლების ჰოლივუდის ლეგენდამ.




მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით