სადილი - "ტაძრის მაიმუნებს" - კვირის პალიტრა

სადილი - "ტაძრის მაიმუნებს"

ბირმის ქალაქ ლოპბურის მცხოვრებნი წელიწადში ერთხელ ნამდვილ სუფრას უშლიან 600-მდე მაიმუნს, რომლებიც ძველ დანგრეულ ტაძარ Prang Sam Yot-ში

ცხოვრობენ. ადგილობრივები მათ ტონობით ხილით, ასობით ქათმის კვერცხითა და "კოკა-კოლათი" უმასპინძლდებიან, რადგან სჯერათ, რომ "ტაძრის მაიმუნებს" წარმატება მოაქვთ. სხვათა შორის, მე-13 საუკუნის ტაძარი თავდაპირველად ინდუისტური იყო, შემდეგ ბუდისტური გახდა, ბირმელების ხელში კი დაინგრა და დარჩათ მაიმუნებს.