25 ათასი ერთი... - კვირის პალიტრა

25 ათასი ერთი...

ანჯელინა ჯოლის 2001 წელს გადაღებული ფოტო "კრისტის" აუქციონზე გაიყიდება. ვაჭრობა ლონდონში 15 მაისს გაიმართება, ლოტის საწყისი ფასი 25 ათასი გირვანქა სტერლინგია, თუმცა ორგანიზატორებს დიდი იმედი აქვთ, რომ საბოლოო ფასი მნიშვნელოვნად მოიმატებს.

სახელგანთქმული ფოტოგრაფის, დევით ლაშაპელის მიერ გადაღებულ ფოტოზე ნახევრად შიშველი სუპერვარსკვლავი თეთრ ცხენს არის "ჩახუტებული". მაგრამ მთავარი ის არის, რომ მრავალრიცხოვანი და გახმაურებული ტატუთი ცნობილი მეგავარსკვლავის მკლავზე უკვე წაშლილია ტატუ: დრაკონი და წარწერა "ბილი ბობი", რომელიც ჯოლის მაშინდელი მეუღლის, ბილი ბობ ტორნტონის პატივსაცემად ჰქონდა გაკეთებული. ჯოლი ბობს 2003 წელს გასცილდა და ტატუც მოიშორა, რადგან ბობი მალევე ბრედ პიტმა შეცვალა...