არც ისე კერკეტი...
29-04-2013
არც ისე კერკეტი...
აპრილში კალიფორნიის შტატში, ქოაჩელას ველზე მუსიკალური ღონისძიება - "მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი" ტარდება. ვარსკვლავები ფესტივალზე ყოველგვარი გლამურის გარეშე, უმაკიაჟოდ, უბრალოდ ჩაცმულები ატარებენ დროს. ახლახან გამართულ კონცერტზე კი ყველაზე დიდი "თავისუფლებით" "კერკეტი კაკლის" სახელით ცნობილი მეგავარსკვლავის, ბრიუს უილისისა და ასევე სუპერვარსკვლავ დემი მურის გოგონები - 18 წლის ტალულა და 25 წლის რუმერი გამოირჩეოდნენ. სასეირო ის იყო, რომ "ვარსკვლავ-გოგონები" წამდაუწუმ ბუჩქებში გარბოდნენ... მარიხუანის მოსაწევად!
"მხიარული" ტალულას შემხედვარე კრიტიკოსების აზრით, მამიკო ბრიუსი არც
ისე კერკეტი ყოფილა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით