"კომენდანტის საათი" ლურდესისთვის
29-04-2013
"კომენდანტის საათი" ლურდესისთვის
პოპდედოფალ მადონასა და მსახიობ კარლოს ლეონის ქორწინების გარეშე გაჩენილი 16 წლის ლურდეს ლეონი მამამისს უჩივის. მას შემდეგ, რაც მადონამ გოგონას ცალკე ბინა უყიდა, მამამ თავის ასულს ნამდვილი "კომენდანტის საათი" დაუწესა.

საქმე ისაა, რომ თავის ბინაში გადასული თინეიჯერი მოზრდილის ცხოვრების დაწყებას ჩქარობს და ახლახან თავისი "მეგობარი ვაჟი", 17 წლის ტიმოთი შალამე საქვეყნოდაც "გამოაჩინა". კარლოსი კი გოგონას ცხოვრების თავისუფალ წესს კატეგორიულად არ ეთანხმება და წყვილს პირდაპირ "ატერორებს". ამბობენ, ეს ამბავი მადონას ძალიან
მოსწონს და როცა ლურდესი მას მამის მიერ დაწესებულ სასტიკ რეჟიმზე შესჩივის, გულში უხარია: სანამ გოგონა სკოლაში სწავლობდა და ყალიბდებოდა, მადონა იძულებული იყო, მისთვის თავად ყოფილიყო  "დრაკონი", ახლა კი ეს როლი მონდომებულ მამიკო კარლოსს გადაულოცა...
საერთოდ, ლურდესი დედის კვალზე წასვლას არ აპირებს, მომღერლობა არ სურს და
მამის დარად მსახიობობა უნდა.





ana
30 აპრილი 2013 03:08
ვის რაში აინტერესებს ეს სისულელე?

რედაქტორის რჩევით