პატარა მომთვინიერებელი - კვირის პალიტრა

პატარა მომთვინიერებელი

3 თვის ლომის ბოკვერი ზიმბი ავსტრალიაში ვესტ-სმიტების მოხეტიალე საცირკო ოჯახში სრულუფლებიანი წევრია.

ოჯახის უფროსს, ანუ ცირკის პატრონს, ძალიან სურს მისი 3 წლის ბრეკსტონიც მის კვალს გაჰყვეს და\ მომთვინიერებელი გახდეს. სწორედ ამიტომ მამამ ზიმბიზე მზრუნველობა პატარას ჩააბარა.

ბრეკსტონი და ზიმბი განუყრელი მეგობრები არიან.  ისინი არა მარტო მონდომებით ვარჯიშობენ და არენაზე გამოსვლას სწავლობენ, არამედ საჭმელსაც ბრეკსტონის პატარა დასთან ერთად მიირთმევენ. სასეირო ისაა, რომ თავისი "აღმზრდელისგან" განსხვავებით, ბოკვერს შესანიშნავი მადა აქვს - იგი ხომ ადამიანზე გაცილებით სწრაფად იზრდება. ამიტომ ზიმბი როგორც კი თავის საჭმელს მოათავებს, ბიჭის დარჩენილ ულუფას ჩაჰყურებს. ცხადია, სადილი იმით მთავრდება, რომ ბრეკსტონი საყვარელ ზიმბის "უკანასკნელ ლუკმას" უყოფს.