ჩვენც ხომ გვტკივა - კვირის პალიტრა

ჩვენც ხომ გვტკივა

ცხოველთა დამცველი ორგანიზაციების ძალისხმევით, 1979 წლიდან 24 აპრილი "ლაბორატორიული ცხოველების დაცვის დღედ" არის გამოცხადებული - ამ დღეს მთელ მსოფლიოში ცხოველებზე ცდების ჩატარების საწინააღმდეგო აქციები ტარდება. მსგავსი ცდები მედიცინისთვის აუცილებელია, თუმცა სულ უფრო მეტი მკვლევარი უარს ამბობს ცხოველებში ტკივილის გამომწვევ ცდებზე. ბევრი კომპანია გადადის მცენარეულ ნედლეულზე, ხოლო ტესტირება სპეციალურად გამოზრდილ უჯრედებზე ტარდება. მათ პროდუქციაზე ნიშანი V ანუ ვეგანი ნიშნავს: "ტესტირება ცხოველზე არ ჩატარებულა". ცხოველთა დამცველები კი უკვე საცდელი ცხოველებისთვის კომფორტული გარემოს შექმნასა და აუცილებელი ცდების ჩატარებისას  "სრულყოფილ გაუტკივარებას" ითხოვენ!