ხმაურიანი შემოსევა
29-04-2013
ხმაურიანი შემოსევა
ყოველ 17 წელიწადში აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე როგორც კი მიწა და ჰაერი 18 გრადუსამდე გათბება, ე.წ. "მეორე თაობის" აურაცხელი ჭრიჭინას შემოსევა იწყება. ეს ჭრიჭინები უვნებელია ადამიანებისთვის, მაგრამ მათგან ატეხილ ხმაურს შეწუხებული მოსახლეობა "მეტროს გვირაბში შემომავალი მატარებლისას" ადარებს. "National Geographic"-მა პრიზებიც კი დააწესა ხმაურით შეშინებული ან შეწუხებული ადამიანების ფოტოებისთვის. ჭრიჭინები მთელ ცხოვრებას მიწის ქვეშ ატარებენ, სადაც მცენარეთა ფესვებით იკვებებიან და ზედაპირზე ამოდიან მხოლოდ განვითარების 5 სტადიის გავლის შემდეგ. ხეებზე აცოცებული დედლებიდან  თვე-ნახევრის
მანძილზე თითოეული 24-28 კვერცხს დებს. გამოჩეკილი მატლები კი დაბლა ცვივიან და მიწაში ისევ 17 წლით იმალებიან. მეცნიერთა გათვლით, ხმაურიანი შემოსევა წელს ამერიკის 15 შტატში მაისის ბოლომდე გაგრძელდება.




მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით