"ძალიან საშიში" კოცნა - კვირის პალიტრა

"ძალიან საშიში" კოცნა

ბოლო დროის ჰოლივუდის ორმა ყველაზე დიდმა სკანდალისტმა - ჩარლი შინმა და ლინდსი ლოჰანმა ბოლოს და ბოლოს, "ერთმანეთი იპოვეს". ეს ახალი კომედიის: "ძალიან საშიში კინო 5" გადაღებებზე მოხდა, სადაც ისინი ჯერ სცენარის თანახმად ეხვეოდნენ ერთმანეთს, მერე კი ჰოლივუდში პრემიერაზეც ერთად გამოცხადდნენ და "მტლაშა-მტლუში" სცენაზეც გააგრძელეს. ყველაზე სასეირო ის იყო, რომ არცთუ ახალგაზრდა ჩარლი ლილოს მკერდზე მოურიდებლად ეთათუნებოდა.

ყვითელმა პრესამ ისიც გაარკვია, რომ ჩარლიმ ლილოს, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით მალე ნარკოკლინიკაში ალკოჰოლიზმისგან იძულებით მკურნალობას იწყებს, საგადასახადო დავალიანებების უდიდესი ნაწილი გაუსტუმრა.