ყველაზე ლამაზი, საძულველი და მოსაწყენი - კვირის პალიტრა

ყველაზე ლამაზი, საძულველი და მოსაწყენი

ახლახან ჟურნალ People-ს გამოკითხვაში - "მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალი" მოულოდნელად პირველი ადგილი 40 წლის გვინეტ პელტროუმ დაიკავა. საქმე ის არის, რომ პარალელურად ჩატარებულ ჟურნალ "სტარის" გამოკითხვაშიც - "ყველაზე საძულველი ვარსკვლავი", ასევე გვინეტმა "იმარჯვა"! თან "ყველაზე მოსაწყენი ადამიანის" დამამცირებელი ტიტულიც ერგო. მაგრამ მისი თავგადასავალი ამით არ დამთავრებულა - ახლახან გამოსული მისი წიგნი "ჯანმრთელი კვება" ამერიკელმა დიასახლისებმა მასხრად აიგდეს, მათი აზრით, წიგნს "ოჯახის შიმშილობა", უნდა ერქვას... შედეგად, გვარიანად გაბრაზებული გვინეტი ფილმ "რკინის კაცი-3"-ის პრემიერაზე ტრუსის გარეშე გამოცხადდა, რაც კარგად ჩანდა  გამჭვირვალე კაბაში. მართალია, ამ სამოსში სუპერვარსკვლავი ნამდვილად აღარ იყო "ყველაზე მოსაწყენი", მაგრამ კაბას კრიტიკოსებმა ერთხმად "კატასტროფა" უწოდეს...

"ყველაზე ლამაზი" ცხადია, არ ვარ, მაგრამ ეს ტიტული, ძალიან მესიამოვნა... თუმცა ერთ დღეში "ყველაზე ლამაზიდან" ყველაზე დამცირებულად ვიქეცი... პრემიერის შემდეგ გაბრაზებამ კი გამიარა, მაგრამ მერე იმან გამაგიჟა, ჩემს შიშველ უკანალს მთელი ქვეყანა რომ ხედავდა", - განაცხადა დარცხვენილმა პელტროუმ.