გიგანტი "ჩიტუნას" გიგანტი კვერცხი
06-05-2013
გიგანტი "ჩიტუნას" გიგანტი კვერცხი
ამას წინათ "კრისტის" აუქციონზე მსოფლიოში ყველაზე დიდი კვერცხი 45 000 დოლარად გაიყიდა. მისი სიმაღლე 30,5 სმ, სიგანე კი 20 სმ-ია.

მეცნიერთა მტკიცებით, ეს დედამიწის არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი კვერცხია და ის XIII-დან XVII საუკუნემდე კუნძულ მადაგასკარზე მცხოვრებ გიგანტურ სპილოსებრ ფრინველს ეკუთვნის - ე.წ. ეპორნისებრთა ოჯახის წარმომადგენელი "ჩიტუნა" გარეგნულად სირაქლემას ჰგავდა, ოღონდ მისი სიმაღლე 5მ-ს აღწევდა.

არქეოლოგებმა ეს გაქვავებული კვერცხი, რომელიც ქათმისას ზომით 120-ჯერ აღემატება, ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში აღმოაჩინეს,
თუმცა აუქციონზე ახლახან გაიტანეს. ექსპერტთა მტკიცებით, ეს ძალიან იშვიათი ეგზემპლარია, რომელიც შესანიშნავად არის შენახული, ფაქტობრივად, იდეალურ მდგომარეობაშია და მისი ფასი, სინამდვილეში, ბევრად მეტია...    












მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით