"იდეალური" სექსუალური ქალი - კვირის პალიტრა

"იდეალური" სექსუალური ქალი

ავტორიტეტული ჟურნალის, FHM -ის გამოკითხვით, 2013 წელს პლანეტის ყველაზე სექსუალური ქალი მილა კუნისი გახდა. სხვათა შორის, უკრაინული წარმოშობის ჰოლივუდის ვარსკვლავი შარშან პირველი იყო ჟურნალების Esquire-სა და  GQ-ს რეიტინგებშიც. წელს, აპრილში კი, ასევე პირველი აღმოჩნდა ამერიკულ ჟურნალ Details Magazine-ს გამოკითხვის მიხედვითაც.

"მილა იდეალური გოგონაა. მას, სილამაზესთან ერთად, შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვს და არ ეშინია საკუთარ თავსაც დასცინოს",”- განმარტავს დენ ჯუდი, ჟურნალ FHM-ის მენეჯერი.  მილას შემდეგ FHM-ის სამეულში მოხვდნენ მომღერალი რიანა და მსახიობი ჰელენ ფლენაგანი.