მანქანის "მოკაწვრა" - ახალი მოდა? - კვირის პალიტრა

მანქანის "მოკაწვრა" - ახალი მოდა?

ლოს-ანჯელესში მდებარე კომპანია "ეგზოტიკური გრავირების" (Exotic Engravings) ოსტატი შონ ლისიაკი მანქანებს ნაკაწრებით აფორმებს. სიახლით კლიენტების დასაინტერესებლად მან ნიმუშად ჯერ საკუთარი ჰონდა "მოკაწრა" მთლიანად, თუმცა ნიმუშის გრავირებას ძალიან დიდი დრო - 6000 საათი მოანდომა.

ახალი ტენდენციის მომხრეთა საერთო აღიარებით, შონის მიერ მანქანის ზედაპირზე ამოკვეთილი ორნამენტები და ნახატები ხელოვნების ნიმუშია. უკვე ყველა მსურველს შეუძლია თავისი მანქანა ასე გააფორმოს, მაგრამ ორიგინალური "ეგზოტიკური ნაკაწრებისთვის" ჯერჯერობით საკმაოდ დიდ რიგში დგომა მოუწევს, რადგან სამუშაო შრომატევადია და ავტორი თითოეული მანქანის ნაკაწრებით შემკობას საკმაოდ დიდ დროს ანდომებს...