ყველაზე მაღალი და ყველაზე აჩქარებული
13-05-2013
ყველაზე მაღალი და ყველაზე აჩქარებული
სტოკჰოლმის ცენტრში ახლახან გაიხსნა მსოფლიოში ყველაზე მაღალი, 120 მ სიმაღლის კარუსელი "ეკლიფსი" (დაბნელება). 12 ორადგილიანი სავარძელი მხოლოდ 3 მეტრი სიგრძის ჯაჭვებზეა გამობმული. სავარძლები ატრაქციონის წვერზე სპეციალურ ამწეს აჰყავს, საიდანაც სტოკჰოლმის პანორამა იშლება.  კარუსელის პირველი სტუმარი შვედი ასტრონავტი არნე კრისტერ ფუგლესანგი იყო. იაპონიაში კი ქალაქ ფუძიესიდას ამერიკული ბორცვები "დოდონპა" მსოფლიოში არც ყველაზე სწრაფია, არც ყველაზე მაღალი ან გრძელი. "დოდონპა" სხვა კატეგორიაში - აჩქარებაშია ჩემპიონი - თავის ვერტიკალურ მარყუჟზე 172 კმ/სთ სისწრაფეს
სულ რაღაც 1,8 წმ-ში აღწევს!



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით