რეკორდსმენი კაბა - კვირის პალიტრა

რეკორდსმენი კაბა

ლონდონში სავაჭრო ცენტრ "ტრინიტი ლიდსის" გახსნასთან  დაკავშირებით, ინგლისელმა დიზაინერმა ჰენრი ჰოლანდმა მსოფლიოში ყველაზე გრძელი კაბა შექმნა. 15 მ სიგრძის კაბის დემონსტრირება საზეიმო გახსნის ცერემონიალზე მოხდა. სარეკორდო სამოსის "მოზომების" პატივი კი საჰაერო აკრობატ კოლეტ მოროუს ხვდა წილად - უამრავი გაოცებული დამსწრის თვალწინ სპეციალურმა ამწემ ათასობით სვაროვსკის კრისტალით შემკულ წითელ-ყვითელ კაბაში გამოწყობილი მოროუ გიგანტური სასაჩუქრე კოლოფიდან ნელ-ნელა ჭერის გუმბათამდე აიყვანა...