ობობა სტრადივარიუსის კვალში - კვირის პალიტრა

ობობა სტრადივარიუსის კვალში

მოყვარული მუსიკოსი, იაპონელი მეცნიერი სიგეოსი ოსაკი უკრავს პირველ ვიოლინოზე, რომლის სიმები ობობას ქსელის ძაფებით თვითონვე დაამზადა, მუსიკოსები კი ერთხმად ალაპარაკდნენ "ახალ, რბილ და ღრმა მუსიკაზე"...

პროფესორი სამედიცინო უნივერსიტეტის პოლიმერების ლაბორატორიის ხელმძღვანელია. იგი 35 წელია მუშაობს ობობას ძაფისგან მტკიცე მასალების მიღებაზე. ასეთი ძაფები ქირურგიაში და ჯავშანჟილეტების შესაქმნელად გამოიყენება, ოსაკიმ კი მათგან ახლა სიმებიც დაამზადა. ამისთვის მეცნიერს 300 ხელოვნურად გაზრდილი სპეციალური სახეობის ობობას ქსელი დასჭირდა. ეს სიმები დიდ დაჭიმულობას უძლებს და ფართოდ გავრცელებულ ალუმინით დაფარულ ნეილონის სიმებზე უკეთესია.