ნიანგებზე გადაფრენა
20-05-2013
ნიანგებზე გადაფრენა
ცნობილი სამხრეთაფრიკელი ათლეტი ხოცო მიკოენა, რომელიც ერთდროულად სიგრძეზე ხტომასა და სამხტომში გამოდის, 2008 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა სიგრძეზე ხტომაში, ხოლო 2009 წელს იმავე დისციპლინაში დღემდე მოქმედი აფრიკის რეკორდიც დაამყარა: 8 მ და 50 სმ. ლონდონის ოლიმპიადაზე გამოსვლისას 8 ფინალისტს შორის მოხვდა, თუმცა ვერ იმარჯვა და საბოლოოდ მე-8 ადგილს დასჯერდა. პატივმოყვარე სპორტსმენი ამ შედეგით დიდად ნაწყენი დარჩა, ამიტომ მომდევნო შეჯიბრებებზე რევანშის ასაღებად მიკოენა გამალებული ემზადება და ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს. ამ პროცესში
კი ერთი სრულიად გამორჩეული "მეთოდი" თვით კომპანია "რედ ბულმა" გააპიარა და დააფინანსა - ხოცო ნიანგებიან ტბორს გადაახტა! ტბორ ჩროცოდილე ჩრეეკ-ში, რომელიც ქალაქ დურბანის ჩრდილოეთით მდებარეობს, ნილოსის 5 დიდი ნიანგი ბინადრობს.

"ამის გაკეთება მანამდეც მინდოდა. მე შევამოწმე საკუთარი თავი, ჩემი ფსიქოლოგ-იური მდგრადობა და შიშის გადალახვის უნარი.
შეჯიბრებაზე თავს მუდმივად მობილიზაციას ვაიძულებ, თუმცა ახლა უზარმაზარი ნიანგების თავზე  მაქსიმალურად დიდ მანძილზე გადასაფრენად რაღაც აუხსნელი, მხეცური ინსტინქტიც მეხმარებოდა", - განაცხადა რეკორდსმენმა.    


რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები