თხილი არსობისა
20-05-2013
თხილი არსობისა
ჰოლანდიელი ნიკ ვან ჰელდერი უჩვეულო სცენას შეესწრო - ციყვს თხილი გაუსხლტა და ღელეში ჩავარდა. თხილი წყალს ნელ-ნელა მიჰქონდა. მართალია, ციყვებს წყლისა ძლიერ ეშინიათ, მაგრამ დაზარალებული დანაკარგს ვერაფრით შეეგუა, ნახევრად ჩაძირულ, მოლიპულ მორზე ფეხი რაღაცნაირად მოიკიდა, ნუგბარს გზაზე დახვდა და მაინც მისწვდა. "მისმა საქციელმა მულტფილმი "გამყინვარება" გამახსენა, სადაც ციყვის  მსგავსი არსება ერთი რკოსთვის სასწაულებს სჩადის", - ამბობს ვან ჰელდერი. ნაპირთან მიბრუნებულმა შეშინებულმა ღორმუცელამ კი თხილი იქვე ისე შეახრამუნა, წყლიდან ამოსვლა არც
უფიქრია.



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით