ევა "ევას კოსტიუმში" - კვირის პალიტრა

ევა "ევას კოსტიუმში"

38 წლის მსახიობი ევა ლონგორია წითელი ხალიჩისთვის მუდამ თამამ კაბებს ირჩევს, თუმცა ისეთი კონფუზი, რაც ახლახან კანის კინოფესტივალზე დაემართა, არასოდეს მოსვლია. სუპერვარსკვლავი ფრანგი რეჟისორის არნო დეპლეშენის ფილმ "ჯიმი პიკარდის" პრემიერაზე ვერსაჩეს კაბაში გამოწყობილი მივიდა, მაღალი ჭრილითა და ბრაიან ეტვუდის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით. ძლიერი წვიმის გამო აჩქარებით მიმავალ მსახიობს მაღალი ქუსლები კაბის შლეიფში გაეხლართა და ქალმაც, პაპარაცების გასახარად, კაბის კალთები აიწია... შედეგად, ყველამ დაინახა, რომ ევა ტრუსის გარეშე იყო მოსული, ტაბლოიდებმა კი ირონიულად აღნიშნეს, რომ ევა პრემიერაზე "ევას კოსტიუმში" გამოცხადდა.