"აგრესიულად სექსუალური" - კვირის პალიტრა

"აგრესიულად სექსუალური"

მადონა ტრუსებს აღარ იხდის - ჯერ ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ-მუზეუმში ე.წ. "კოსტიუმის ინსტიტუტის" ტრადიციულ ბალზე გამოცხადდა "ნიფხვის ამარა", შემდეგ კი ლოს-ანჯელესში მუსიკალური პრემიებით დაჯილდოების ცერემონიაზე სავიზიტო ბარათად ქცეული "პერანგის ამხანაგით" მივიდა. პოპდედოფალს წილად ხვდა პრემია - "საუკეთესო მოცეკვავე მომღერალი", მთავარი პრიზები კი ტეილორ სვიფტსა და ჯასტინ ბიბერს ერგოთ.

მიუხედავად იმისა, რომ ცერემონიას მსოფლიოს უამრავი სუპერვარსკვლავი ესწრებოდა ჯენიფერ ლოპესის მეთაურობით, წითელ ხალიჩაზე ფურორი მხოლოდ 54 წლის მადონას "აგრესიულად სექსუალურმა სტილმა" მოახდინა.