"ნაღეჭი რეზინი" 600 000 დოლარად - კვირის პალიტრა

"ნაღეჭი რეზინი" 600 000 დოლარად

სერ ალექს ფერგიუსონის საღეჭი რეზინი, რომელიც მან სახელგანთქმული საფეხბურთო კლუბის, "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელის რანგში თავისი უკანასკნელი მატჩის დროს გამოიყენა, "ე-ბეის" აუქციონზე გაიყიდა!

სხვათა შორის, 71 წლის შოტლანდიელმა მწვრთნელმა არისტოკრატის წოდება დედოფლისგან სწორედ საფეხბურთო წარმატებებისთვის მიიღო.

იგი ყველა თამაშზე ღეჭავდა საღეჭ რეზინს. ბოლო მატჩის შემდეგ გამოყენებული რეზინი გაზონზე ერთ-ერთმა გულშემატკივრმა იპოვა...

სერ ალექსის "ნაღეჭი რეზინი" საბოლოოდ დაახლოებით 600 000 დოლარად გაიყიდა. შემოსული თანხა კი ქველმოქმედებისთვის დაიხარჯება.