ავე, უმა! - კვირის პალიტრა

ავე, უმა!

კანის ფესტივალის დახურვის პატივი წილად უმა თურმანსა და ნიკოლ კიდმანს ხვდათ. ამიტომაც ფესტივალის საბოლოო დეფილეზე მათ თვალისმომჭრელი კაბები ეცვათ, თუმცა საზეიმო ცერემონიის "დედოფალი" თავისი ვერცხლისფრად მბზინავი ძვირფასი სამოსით უმა თურმანი გახდა. კრიტიკოსთა აზრით, მიზეზი ისიც იყო, რომ უმამ პუბლიკასა და ფანებს თავი მოანატრა. კანს მეგავარსკვლავი მეგობარ მამაკაცთან, მილიონერ არპად ბუსონთან ერთად ეწვია და მისმა გამოჩენამ ნამდვილი ფურორი მოახდინა: ფესტივალის მრავალრიცხოვან სტუმრებსა და მაყურებლებს სხვა ვარსკვლავები "დროებით დაავიწყდათ" და თავიანთ უსაყვარლეს მსახიობს ბობოქარი აპლოდისმენტებით ლამის კეისრის მსგავსად  ესალმებოდნენ.