პერისის... ბიჭი - კვირის პალიტრა

პერისის... ბიჭი

ამერიკისა და მსოფლიოს უმდიდრესი სარძლო, ჰილტონების იმპერიის მემკვიდრე, 32 წლის გადარეული მილიარდერი პერის ჰილტონი, როგორც იქნა, თხოვდება. მისი რჩეულია მასზე 11 წლით უმცროსი, "ჟურნალიდან გადმომხტარი" ესპანელი მანეკენი რივერ ვიიპერი. პერისმა ბომონდს თავისი საქმრო ახლახან წარუდგინა შიდსის საწინააღმდეგო საქველმოქმედო საღამოზე, რომელიც ყოველწლიურად იმართება კანის კინოფესტივალის ფარგლებში და რომელსაც, ტრადიციულად, უამრავი ვარსკვლავი და მილიარდერი ესწრება. თუმცა ვიიპერი ამ საზოგადოებას ისედაც ხშირად ჰყავდა ნანახი ვერსაჩეს, დოლჩე&გაბანას თუ სხვა აღიარებული მოდის სახლების ჩვენებებზე. საერთო დასკვნით, პერისი ჭკუადაკარგულია თავისი შეყვარებულით და წამითაც ვეღარ შორდება. ამასვე ადასტურებს პაპარაცების დასანახად, პრაქტიკულად კი მსოფლიოს თვალწინ, პერისის, ცოტა არ იყოს, "ზედმეტად თამამი" საქციელი...