"ასაკი ოცნებას ხელს არ უშლის!"
"ასაკი ოცნებას ხელს არ უშლის!"
იაპონელი იუიტირო მიურა პირველი ადამიანი გახდა პლანეტაზე, ვინც ევერესტი 80 წლის ასაკში დაიპყრო. "დავამტკიცე, რომ ასაკი ოცნების ასრულებას ხელს არ უშლის. მივმართავ ჩემს თანატოლებს, მათ შეუძლიათ სისხლსავსე ცხოვრებით იცხოვრონ!" - განაცხადა რეკორდსმენმა საზეიმო დახვედრაზე. "ერთი ოცნება კიდევ დამრჩა - მსოფლიოს მეექვსე მწვერვალ ჩო-იოუიდან (8 200 მ) თხილამურებით დაშვება", - დასძინა მიურამ. ევერესტზე ის მესამედ ავიდა - 8 848 მ სიმაღლის  მწვერვალი 70 და 75 წლის ასაკში, 2003 და 2008 წლებშიც
დაიპყრო. მესამე ასვლას მიურამ 8 დღე მოანდომა, მას თან ახლდნენ შვილი და ნეპალელი შერპები. ბოლო ბანაკიდან მწვერვალამდე მანძილი ვეტერანმა 7 საათში დაფარა და 23 მაისს უმაღლეს წერტილზე შედგა ფეხი.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები