"ასაკი ოცნებას ხელს არ უშლის!" - კვირის პალიტრა

"ასაკი ოცნებას ხელს არ უშლის!"

იაპონელი იუიტირო მიურა პირველი ადამიანი გახდა პლანეტაზე, ვინც ევერესტი 80 წლის ასაკში დაიპყრო. "დავამტკიცე, რომ ასაკი ოცნების ასრულებას ხელს არ უშლის. მივმართავ ჩემს თანატოლებს, მათ შეუძლიათ სისხლსავსე ცხოვრებით იცხოვრონ!" - განაცხადა რეკორდსმენმა საზეიმო დახვედრაზე. "ერთი ოცნება კიდევ დამრჩა - მსოფლიოს მეექვსე მწვერვალ ჩო-იოუიდან (8 200 მ) თხილამურებით დაშვება", - დასძინა მიურამ. ევერესტზე ის მესამედ ავიდა - 8 848 მ სიმაღლის  მწვერვალი 70 და 75 წლის ასაკში, 2003 და 2008 წლებშიც დაიპყრო. მესამე ასვლას მიურამ 8 დღე მოანდომა, მას თან ახლდნენ შვილი და ნეპალელი შერპები. ბოლო ბანაკიდან მწვერვალამდე მანძილი ვეტერანმა 7 საათში დაფარა და 23 მაისს უმაღლეს წერტილზე შედგა ფეხი.