იაპონელი იუიტირო მიურა პირველი ადამიანი გახდა პლანეტაზე, ვინც ევერესტი 80 წლის ასაკში დაიპყრო. "დავამტკიცე, რომ ასაკი ოცნების ასრულებას ხელს არ უშლის. მივმართავ ჩემს თანატოლებს, მათ შეუძლიათ სისხლსავსე ცხოვრებით იცხოვრონ!" - განაცხადა რეკორდსმენმა საზეიმო დახვედრაზე. "ერთი ოცნება კიდევ დამრჩა - მსოფლიოს მეექვსე მწვერვალ ჩო-იოუიდან (8 200 მ) თხილამურებით დაშვება", - დასძინა მიურამ. ევერესტზე ის მესამედ ავიდა - 8 848 მ სიმაღლის მწვერვალი 70 და 75 წლის ასაკში, 2003 და 2008 წლებშიც დაიპყრო. მესამე ასვლას მიურამ 8 დღე მოანდომა, მას თან ახლდნენ შვილი და ნეპალელი შერპები. ბოლო ბანაკიდან მწვერვალამდე მანძილი ვეტერანმა 7 საათში დაფარა და 23 მაისს უმაღლეს წერტილზე შედგა ფეხი.