მკერდიანი - კვირის პალიტრა

მკერდიანი

უბერებელი და მომხიბლავი 45 წლის პამელა ანდერსონი ბოლო ხანს "პლეიბოის" გარეკანზე ისევ გამოჩნდა. მას არ ჩამორჩა ჟურნალი "ვოგიც", რომელმაც სუპერვარსკვლავი ფოტოსესიაზე მიიწვია. ფოტოგრაფ მარიო ტესტინოსთან მისი მუშაობის შედეგი განსაცვიფრებელი გამოდგა, - გადაღებებისას, წითელ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილ 2 შვილის დედას სახეზე მხოლოდ მინიმალური მაკიაჟი დასჭირდა. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში პამელა წამყვანი ჟურნალების გარეკანზე მოხვედრის რაოდენობით რეკორდსმენია - მას თეორიულადაც ვერავინ დაეწევა.