"კონსპიროლოგი" დეპი გამოიჭირეს - კვირის პალიტრა

"კონსპიროლოგი" დეპი გამოიჭირეს

პაპარაცებმა მარჯვე "კონსპიროლოგი" ჯონი დეპი ემბერტ ჰერდტონთან ერთად მაინც გამოიჭირეს. საქმე ის არის, რომ 49 წლის ჯონი რამდენიმე თვეა, გულმოდგინედ ცდილობდა (რასაც აქამდე ახერხებდა კიდეც) ურთიერთობის დამალვას 27 წლის ემბერტთან, ვისაც, როგორც ამბობენ, უკვე ხელიც სთხოვა. "ფოტოდოკუმენტი" კი მას შემდეგ გავრცელდა, რაც წყვილმა ჰოლივუდის რესტორან "აგოში" "როლინგ სტოუნზის" წევრების - კიტ რიჩარდსისა და რონი ვუდის კომპანიაში ისადილა.

ემბერტის გამო დეპი ვანესა პარადის 15-წლიანი ცოლქმრობის შემდეგ  დასცილდა. სხვათა შორის, მილიონერმა მეგავარსკვლავმა თავქარიანი ემბერტის გულის მოსანადირებლად ბაჰამის არქიპელაგზე თავისი მომცრო კუნძულის პლაჟს "ემბერტის ფეხი" დაარქვა რადგან მისი მოყვანილობა შეყვარებულის ფეხს შეადარა.