უმკერდო და...
10-06-2013
უმკერდო და...
ონკოლოგიური რისკის გამო ანჯელინა ჯოლის მკერდის მოკვეთის ოპერაციას მსოფლიო ბომონდში დიდი გამოხმაურება და ათასგვარი ჭორი მოჰყვა, რომელიც დიდხანს არ ჩაცხრება. მით უმეტეს, მსახიობი არ ჩერდება და საკვერცხეების ამოკვეთასაც აპირებს...

ეპატაჟურმა შვედმა მხატვარმა იოჰან ანდერსონმა "დრო იხელთა" და ინტერნეტაუქციონზე თავისი დახატული სუპერვარსკვლავის "უმკერდო" პორტრეტს ყიდის, რომლის საწყისი ფასი 22 ათასი დოლარია. ტილო ლონდონის ერთ-ერთ გალერეაშია. ანდერსონს მუამარ კადაფისა და ემი უაინჰაუსის პორტრეტებიც აქვს შექმნილი. "დედაჩემს მკერდის კიბო ჰქონდა, მაგრამ ოპერაციას გადაურჩა.
მე მხოლოდ მსურდა, ტილოზე სუპერვარსკვლავის განცდები გადმომეცა", - განაცხადა მხატვარმა. აღებულ თანხას იოჰან ანდერსონი კონგოში ქველმოქმედებაზე დახარჯავს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით