"ბიზნესავარია"
10-06-2013
"ბიზნესავარია"
30 წლის ავსტრალიელი სუპერმოდელი მირანდა კერი 12 წლის ასაკიდან კივის მსგავსი პოლინეზიური ხილის, ნონის წვენს სვამს, რომელშიც 170-მდე მინერალური ნივთიერება და ვიტამინი შედის. ხოლო რამდენიმე წელია, ნონის საფუძველზე მირანდა ძვირად ღირებული კოსმეტიკური კრემის საკუთარ ხაზს - KORA Organics By Miranda Kerr  -ს უშვებს, რომელიც დიდი მოთხოვნით სარგებლობს. თავის პროდუქციას ვარსკვლავი რეკლამას თავადვე უწევს, თუმცა ბოლო სარეკლამო ფოტოსესიაზე მცირე "ინციდენტი" მოუვიდა, - მკვეთრი მოძრაობისას მოკლე ნაქსოვი კაბა ჩასძვრა და მკერდი მოუშიშვლდა.
სანამ ასისტენტებმა თავიანთ მზეთუნახავ "ბოსს" რამე მიაფარეს, იღბლიანმა პაპარაცებმა გადასაღების გადაღება მოასწრეს.         





giorgi
12 ივნისი 2013 15:28
ჯიგრები არიან პაპარაცები რააა

რედაქტორის რჩევით