"ბიზნესავარია" - კვირის პალიტრა

"ბიზნესავარია"

30 წლის ავსტრალიელი სუპერმოდელი მირანდა კერი 12 წლის ასაკიდან კივის მსგავსი პოლინეზიური ხილის, ნონის წვენს სვამს, რომელშიც 170-მდე მინერალური ნივთიერება და ვიტამინი შედის. ხოლო რამდენიმე წელია, ნონის საფუძველზე მირანდა ძვირად ღირებული კოსმეტიკური კრემის საკუთარ ხაზს - KORA Organics By Miranda Kerr  -ს უშვებს, რომელიც დიდი მოთხოვნით სარგებლობს. თავის პროდუქციას ვარსკვლავი რეკლამას თავადვე უწევს, თუმცა ბოლო სარეკლამო ფოტოსესიაზე მცირე "ინციდენტი" მოუვიდა, - მკვეთრი მოძრაობისას მოკლე ნაქსოვი კაბა ჩასძვრა და მკერდი მოუშიშვლდა. სანამ ასისტენტებმა თავიანთ მზეთუნახავ "ბოსს" რამე მიაფარეს, იღბლიანმა პაპარაცებმა გადასაღების გადაღება მოასწრეს.