"ჩვენ ისევ მოვგორავთ!"
10-06-2013
"ჩვენ ისევ მოვგორავთ!"
აკრძალვის მიუხედავად, "ყველის დაგორება" ინგლისში მაინც ჩატარდა. კუპერის ბორცვიდან დაგორებული გლოსტერული ყველის დევნის ტრადიცია 200 წლისაა. გამარჯვებულს ყველი შინ მიაქვს.
წლების განმავლობაში ყველი 18 კგ-დან 3,5 კგ-მდე შემცირდა, რადგან მძიმე ყველი ისეთი სისწრაფით მიგორავდა, რომ გამოდევნება შეუძლებელი იყო. მონაწილეებში გახშირებული მოტეხილობისა და ამოვარდნილობის გამო, 4 წლის წინ შეჯიბრება აკრძალეს, ხოლო მწარმოებელი დიანა სმარტი, ვის ყველსაც დასდევდნენ ბოლო 25 წლის განმავლობაში, პოლიციამ მკაცრად გააფრთხილა, თუმცა ამაოდ... ათასობით მონაწილე ამან ვერ შეაჩერა:
"ჩვენ ისევ მოვგორავთ!" - ეწერათ მაისურებზე.     

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით