მახინჯი ეძახე და....
17-06-2013
მახინჯი ეძახე და....
ჩიხუახუასა და ტაქსას ნაჯვარი ძაღლი პატრონმა, როგორც ჩანს, თავიდან იმიტომ მოიშორა, რომ საოცრად მახინჯი  დაიბადა.  4 თვის საბრალო ლეკვი  ახალგაზრდა ქალმა კორტნი დეიშერმა სან-ფრანცისკოში, გზის პირას დაგდებული იპოვა. მახინჯ ლეკვს ტუნა დაარქვა და შინ წაიყვანა. დეიშერი ტუნას თავს ევლებოდა და საყვარელი ძაღლის ყოველდღიურად გადაღებული ფოტოებით ინტერნეტიც "გაავსო" - "ტუნამ ჩემი გული გაალღო", ასე ჰქვია დეიშერის ვებგვერდს, სადაც ძაღლს უკვე ნახევარ მილიონზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს. ბოლოს, მათი რჩევით, კორტნიმ ინტერნეტმაღაზიაც გახსნა,
სადაც ტუნას სიმბოლიკიანი წვრილმანი საქონელი იყიდება. "ჰელო, ტუნა"! - აწერია მაისურებსა თუ  მობილური ტელეფონის შალითებს, რომლებიც 20-25 დოლარად თვალსა და ხელშუა ქრება...

"მას სასაცილო მეჩხერი კბილები,  დანაოჭებული ყელი და უჩვეულო გამომეტყველება აქვს, მაგრამ დანახვისთანავე შემიყვარდა და მიხარია,
რომ უამრავ ადამიანს მოსწონს", - ამბობს კორტნი.
ბუნებრივია, რომ ახალგაზრდა ქალი, რომელიც მისთვისვე მოულოდნელად მილიონერად იქცა, თავის "განძს" ცივ ნიავს არ აკარებს.     


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?