ბრიტნი ისევ ფორმაშია - კვირის პალიტრა

ბრიტნი ისევ ფორმაშია

ერთხანს გვარიანად გასუქებულმა ბრიტნი სპირსმა ფორმა დაიბრუნა, რასაც მკაცრი დიეტა, სპეციალური ფიზიკური ვარჯიში და იოგაში მეცადინეობა დასჭირდა. 31 წლის პოპპრინცესამ 12 კგ-ზე მეტი დაიკლო და საცურაო კოსტიუმით არა მარტო პოპულარული ბრიტანული ჟურნალის, Shape-ს ივნისის ნომრის ყდაზე მოხვდა, არამედ კალიფორნიის კურორტ რანჩო პალოს ვერდესშიც თამამად გამოჩნდა. ვარსკვლავი კალიფორნიაში მეგობართან - იურისტ დეივიდ ლუკადოსთან ერთად ისვენებს. საცურაო კოსტიუმით მოსიარულე მომღერალი პაპარაცებს საერთოდ აღარ ერიდება, პირიქით, - "ხსოვნის დღეს", რომელიც აშშ-ში სახელმწიფო დღესასწაულია, სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო. მიმომხილველთა თქმით, 2 შვილის დედას ახალი სიყვარული ძალიან წაადგა - ვარჯიშის პარალელურად, ბრიტნი მეტად ენერგიულად მუშაობს მე-8 ალბომზე, რომელიც მალე გამოვა.