მკერდიც მაქვს და კაციც მყავს... - კვირის პალიტრა

მკერდიც მაქვს და კაციც მყავს...

ახლახან ანჯელინა ჯოლი 38 წლის გახდა. ის ამჟამად ევროპაში მოგზაურობს - მეუღლეს, ბრედ პიტს, დაჰყვება ახალი ფილმის, "სამყაროთა ომი  Z"-ის პრეზენტაციებზე, რომელშიც პიტი ზომბის როლს თამაშობს. გერმანიაში ფილმის პრეზენტაციაზე მკერდმოკვეთილი ანჯელინა "მტრის ჯინაზე" თეთრი კაბით, მეუღლესთან ჩახუტებული გამოცხადდა. 4 ივნისს კი, მკაცრი სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, სუპერვარსკვლავმა თავისი დაბადების დღე ბერლინის რესტორანში მთელ ოჯახთან - პიტსა და 6 ბავშვთან ერთად გადაიხადა. ე.წ. სუში-გრილის რესტორანში ვარსკვლავური ოჯახის გამოჩენამ დიდი ფურორი მოახდინა - უამრავმა თაყვანისმცემელმა რესტორანს ალყა შემოარტყა, რომლის გასარღვევად პირადი დაცვისა და რესტორნის თანამშრომლებს დიდი ჯაფა დაადგათ.