მკერდიც მაქვს და კაციც მყავს...
17-06-2013
მკერდიც მაქვს და კაციც მყავს...
ახლახან ანჯელინა ჯოლი 38 წლის გახდა. ის ამჟამად ევროპაში მოგზაურობს - მეუღლეს, ბრედ პიტს, დაჰყვება ახალი ფილმის, "სამყაროთა ომი  Z"-ის პრეზენტაციებზე, რომელშიც პიტი ზომბის როლს თამაშობს. გერმანიაში ფილმის პრეზენტაციაზე მკერდმოკვეთილი ანჯელინა "მტრის ჯინაზე" თეთრი კაბით, მეუღლესთან ჩახუტებული გამოცხადდა. 4 ივნისს კი, მკაცრი სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, სუპერვარსკვლავმა თავისი დაბადების დღე ბერლინის რესტორანში მთელ ოჯახთან - პიტსა და 6 ბავშვთან ერთად გადაიხადა. ე.წ. სუში-გრილის რესტორანში ვარსკვლავური ოჯახის გამოჩენამ დიდი ფურორი მოახდინა -
უამრავმა თაყვანისმცემელმა რესტორანს ალყა შემოარტყა, რომლის გასარღვევად პირადი დაცვისა და რესტორნის თანამშრომლებს დიდი ჯაფა დაადგათ.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს  საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თვის კითხვადი სტატიები