კაფეში დრო ფულია - კვირის პალიტრა

კაფეში დრო ფულია

გერმანიის ქალაქ ვისბადენში გაიხსნა უცნაური კაფე (Slow Time), სადაც კლიენტები ფულს არა მირთმეული კერძების, არამედ კაფეში გატარებული დროის მიხედვით იხდიან! ყავა და ნამცხვარი უფასოა: ის იმ 2 ევროში შედის, რომელიც შესვლისას უნდა გადაიხადოთ და ნახევარ საათს მოქმედებს. ამის შემდეგ თითო წუთი 0,05 ევრო ჯდება ანუ საათი - 3 ევრო. აქ სტუმრებს თავისი საჭმლის მოტანაც შეუძლიათ - საქმე ის არის, რომ კაფეში რამდენიმე თაროზე საინტერესო წიგნები აწყვია - სტუმარს კი სამაჯური უკეთდება წუთების ზუსტად აღსარიცხად, მაგრამ დრო, რომელიც აქ მართლაც ფულია, კითხვაში სწრაფად გადის...