აბა, ვინმე მიეკაროს...
24-06-2013
აბა, ვინმე მიეკაროს...
ოკლაჰომას შტატის ქალაქ ვინვუდის ეგზოტიკური ცხოველების პარკის ბინადარი 5 წლის უზარმაზარი ხვადი ლომი "ბონდიგერი" და ტაქსა "მილო" განსაკუთრებით ახლოს არიან ერთმანეთთან. საქმე ისაა, რომ ბონდიგერი ავადმყოფი დაიბადა და ძუ ლომმა ნაშიერზე უარი თქვა. მიტოვებული ბოკვრის მოვლა პარკის ცელქმა ბინადარმა, 2 წლის ტაქსამ ითავა. ლომს  მხოლოდ ოსტეოპოროზი აღმოაჩნდა და ადვილად განკურნეს. ამგვარად, მილოს გამოზრდილი ცხოველთა მეფე საღ-სალამათია. მიუხედავად იმისა, რომ ბონდიგერს მარტო თავი აქვს მილოზე 3-ჯერ დიდი, ლომი ძალიან  სათუთად ექცევა
დაუდეგარ გამზრდელს. საჭმელსაც მუდმივად უყოფს და მასთან დამთვალიერებლების მიახლოებას ვერ იტანს. თანამშრომელთა თქმით, ლომის შიშით უცხოებს კი არა, მომვლელებსაც კი ვეღარ დაუქნევიათ თითი ონავარი ტაქსასთვის.       

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით