ვინ არის მამაჩემი?! - კვირის პალიტრა

ვინ არის მამაჩემი?!

მაიკლ ჯექსონის 15 წლის ქალიშვილმა პერის ჯექსონმა ერთი თვის წინ ჯერ ფსიქოლოგიური დახმარების ხაზზე დარეკა, შემდეგ აბები გადაყლაპა და ვენებიც გადაიჭრა. გოგონას მიუსწრეს და იმ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მამამისი გარდაიცვალა. ატყდა სკანდალი. თავიდან ამ ამბავს ოჯახურ კონფლიქტს აბრალებდნენ, მერე თანაკლასელების ზეწოლას, თუმცა სულ სხვა რამ გაირკვა: პერისმა იცოდა, რომ ის და მისი ძმა, პრინს მაიკლ ჯოზეფ ჯექსონი პოპმეფისა და მისი ყოფილი ცოლის, დები როუზის შვილები იყვნენ. თვითმკვლელობის მცდელობის წინადღეს კი პერისს გაანდვეს შოკის მომგვრელი სარწმუნო ინფორმაცია, რომ ის არ არის მაიკლის ბიოლოგიური შვილი. მეტიც, მისი და მისი ძმის მამები სხვადასხვა პირები არიან...

სხვათა შორის, მაიკლ ჯექსონის სამივე შვილზე მამობის პრეტენზიას დღემდე რამდენიმე მამაკაცი აცხადებს და ეს საკითხი დახურული არ არის.