"კაცთმოძულე" გამოგონება - კვირის პალიტრა

"კაცთმოძულე" გამოგონება

თუ ბიუსტჰალტერის გამომგონებელი მერი მამაკაცების მისაზიდად ქალის სხეულის კიდევ უფრო მიმზიდველად წარმოჩენას ცდილობდა, ამ "კაცთმოძულე" კომპანიამ აბეზარი და არასასურველი მამაკაცების დასაფრთხობად თმიანი კოლჰოტი შექმნა.

"ნებისმიერი ქალისთვის პრობლემაა, როდესაც არასასურველი მამაკაცი ეარშიყება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად შევქმენით თმიანი კოლჰოტი", - აცხადებს ჩინური კომპანიის წარმომადგენელი.

ბანჯგვლიანმა კოლჰოტმა თავმომწონე ქალების აღშფოთება გამოიწვია. "მსგავსი კოლჰოტი მხოლოდ ჰელოუინის დღესასწაულს თუ შეეფერება", - ჩივიან ისინი.

ვფიქრობთ, ასეთი კოლჰოტით მოსეირნე ქალს მამაკაცები ნამდვილად არ შეაწუხებენ!