"ულვაშით გაკოჭილებმა" ამოისუნთქეს
"ულვაშით გაკოჭილებმა" ამოისუნთქეს
სულ რაღაც 100 წლის წინ ქალები ისევე ატარებდნენ ვეშაპის ულვაშით დამზადებულ კორსეტს, როგორც საუკუნეების განმავლობაში და "ულვაშით გაკოჭილები" თავს არცთუ კომფორტულად გრძნობდნენ. ვინ იცის, კიდევ რამდენ ხანს ივლიდნენ "სარგადაყლაპული" ბანოვანნი და კიდევ რამდენ ვეშაპს დააგლეჯდნენ "ნამუსს", რომ არა ნიუიორკელი ქალბატონი მერი ფელპს ჯეკობსი, რომელმაც 1913 წელს ელიტური საღამოსთვის დეკოლტეიანი კაბა იყიდა, თუმცა მის ქვეშ ვეშაპისულვაშიანი კორსეტი ისე საშინლად გამოიყურებოდა, რომ გაბრაზებულმა ქალმა ალტერნატივის შექმნა გა
დაწყვიტა.

საზრიანმა მერიმ პირველი ბიუსტჰალტერი ლენტებისა და ორი ცხვირსახოცისგან შექმნა, რომელიც ისე მოეწონათ მერის ნაცნობ ქალბატონებს, რომ ეხვეწებოდნენ, მათთვისაც დაემზადებინა მსგავსი. ხოლო როცა მერიმ პირველი დოლარიც მიიღო, მიხვდა, დიდი ფულის შოვნა შეიძლებოდა... მან ბიუსტჰალტერის დიზაინი 1914 წელს დააპატენტა და ამით ქალის სამოსს სამუდამოდ მიანიჭა უკეთესი ფორმა. მართალია, გართობის მოყვარულმა ქალბატონმა გარკვეული
დროის შემდეგ ეს პატენტი გაცილებით საქმიან ადამიანებს მიჰყიდა, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ფელპსის წყალობით კორსეტისგან ქალებმაც დაისვენეს და საბრალო ვეშაპებმაც...

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები