მერაიამ 31 კგ დაიკლო
24-06-2013
მერაიამ 31 კგ დაიკლო
2 წლის ტყუპის დედა, 43 წლის მერაია ქერი ფანებს ვერც იტალიის კუნძულ კაპრიზე დაემალა - საინტერესოა, რომ 2 წლის წინ, მოროკანისა და მონროს გაჩენისას, მან წონაში ძალიან მოიმატა, რადგან გაძლიერებულ კვებაზე იყო და ექიმის დანიშნულებით ჰორმონულ მკურნალობასაც იტარებდა. მას შემდეგ დიდი ნებისყოფის ფასად და პირადი მწვრთნელის დახმარებით, 31 კგ დაიკლო და ცხადია, ისევ პაპარაცების სასურველი სამიზნე გახდა. "თანავუგრძნობ ადამიანებს, ვისაც წონის დაკლება უნდათ, ეს ჯოჯოხეთი თავად გავიარე", - ამბობს მერაია.
ბედნიერი მეგავარსკვლავი კუნძულზე ერთმანეთს უთავსებს  დასვენებასა და კლიპის გადაღებას. 
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით