"დიდი გადასახლება" - კვირის პალიტრა

"დიდი გადასახლება"

კენიაში გადასახლებაა, ოღონდ არა "ხალხთა", არამედ აფრიკული სპილოებისა. ხმელეთის ყველაზე დიდ ცხოველებს არსებობისთვის ვრცელი ტერიტორია სჭირდებათ. ამიტომ როდესაც სავარგულების გაფართოების გამო აბორიგენები სპილოების საცხოვრებელ არეალს სულ უფრო ავიწროებენ, ცხოველები აგრესიულები ხდებიან. ამ დროს მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად საქმეში კენიის "ველური ბუნების დაცვის სამსახური" ერთვება და საკითხი სპილოების ნაკრძალებში გადასახლებით გვარდება. სპეციალისტები გოლიათებს აძინებენ და სპეციალური მანქანებით ძირითადად ცენტრალური კენიის ნაკრძალში   გადაჰყავთ - ისინი მთელი ოჯახით მიჰყავთ. ცხოველების გადასახლებით კი მეცნიერებიც სარგებლობენ და ტრანსპორტირების წინ დაძინებულ ცხოველებს აღრიცხავენ, ზომავენ, ნომრავენ, ქსოვილთა ნიმუშებს უღებენ...