"ორი ჯობია ერთს" - კვირის პალიტრა

"ორი ჯობია ერთს"

აშშ-ის ყველაზე ცნობილ სიამის ტყუპს - ები და ბრიტანი ჰენზელებს თავ-თავისი მხოლოდ გული და ფილტვები აქვთ, ხოლო დანარჩენი ყველაფერი საერთოა. მათ ხანგრძლივი ვარჯიში დასჭირდათ სიარულისა და სხვა კოორდინირებული მოძრაობის სასწავლად - ამჟამად კი ისინი მოტოციკლსაც მშვენივრად მართავენ, ავტომობილსაც და პრობლემები არც სამზარეულოში ტრიალისას აქვთ.

საინტერესოა, რომ  გოგონებს  სრულიად სხვადასხვაგვარი ტანსაცმელი მოსწონთ, ების მათემატიკური ნიჭი აღმოაჩნდა, ბრიტანის - ხელოვნების. ამიტომ სამოსს ერთმანეთის სურვილის გათვალისწინებით მორიგეობით იცვამენ, ხოლო უნივერსიტეტში მასწავლებლის სპეციალური "ერთობლივი" განათლება მიიღეს: "დაწყებითი კლასების პედაგოგი მათემატიკის გაღრმავებული სწავლებით"... ჰენზელებს ორი დიპლომი კი აქვთ, მაგრამ სკოლაში ერთ ხელფასს იღებენ. "ეს სწორია, ჩვენ შეიძლება უკეთესად, მაგრამ მაინც ერთი ადამიანის საქმეს ვასრულებთ", -  აცხადებს ბრიტანი. "ორმაგი" მასწავლებელი კი კოლეგებსაც და მოსწავლეებსაც ძალიან უყვართ.